"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ამ ფეხბურთელში 60 მილიონი გადაიხადოს - ვინ არის კლუბის სამიზნე?

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი დამრტყმელი ძალა შეტევაში გასულ სეზონში კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელიც ასაკშია და აღარ არის ისეთი პროდუქტიული, როგორიც წინა წლებში იყო. ამას ემატება ისიც, რომ სეზონის ბოლოს ოლდ ტრაფორდს ხუან მატა, ჯესი ლინგარდი და ედინსონ კავანი დატოვებენ, ამიტომ "წითელ ეშმაკებს" ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის გაძლიერება სურთ.



რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედი" ფრანგი ფეხბურთელის კრისტოფერ ნკუნკუს გადაბირებით არის დაინტერესებული.  Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა განაცხადა, რომ ინგლისური გრანდი გერმანულ კლუბს ოფიციალური წინადადებით მომავალ კვირას მიმართავს. დღეს ესპანურმა წყარომ,  Fichajes-მა ასევე გააშუქა ამბავი და განაცხადა, რომ "წითლები" მზად არიან "ლეიფციგს" 60 მილიონი ევრო შესთავაზონ 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ. 



გერმანული კლუბის მაისურით ამ სეზონში კრისტოფერმა სულ 51 მატჩი ჩაატარა, სადაც 35 გოლის და 20 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ფლეიმეიკერმა დამსახურებულად მოიგო ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო და გადაასწრო შედეგებში ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც რობერტ ლევანდოვსკი და ერლინგ ჰოლანდი არიან.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis