გარეთ საუთგეითი: "ჰარი მაგუაიერი კვლავ მანჩესტერის საუკეთესო ცენტრალური მცველია"

ჰარი მაგუაიერზე საუბრისას ინგლისის ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა განაცხადა:


"ჩემთვის, ჰარი მაგუაიერი მანჩესტერელთა რიგებში საუკეთესო ცენტრალური მცველია - დარწმუნებული ვარ, მენეჯერს ამის შესახებ საკუთარი შეხედულება ექნება. ჩვენთვისაც ის მუდმივად კარგი იყო, მთელი სეზონის განმავლობაში. ის ნაკრებში საუკეთესო სამეულში შედის" - განაცხადა გარეთ საუთგეითმა.


29 წლის ფეხბურთელს "წითლების" რიგებში ნამდვილად არ ჰქონია კარგი სეზონი. მომავალ სეზონში კი ინგლისელს კაპიტნის სამკლაურის დაკარგვა და სასტარტო თერთმეტეულიდან ამოგდება ემუქრება. თუმცა, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს წინასასეზონო მატჩების დროს, რომ მიიღოს ახალი მთავარი მწვრთნელისგან ნდობა და შეინარჩუნოს ადგილი ძირითად გუნდში. 


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis