"ბარსელონა" და "მანჩესტერი" შეთანხმდნენ - ფრენკის კლუბის დატოვება არ სურს

ესპანელი ჟურნალისტის, ორიოლ დომენეკის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ბარსელონამ" მიაღწიეს შეთანხმებას ფრენკი დე იონგის სატრანსფერო ღირებულების შესახებ პოტენციური ტრანსფერის შემთხვევაში. თუმცა, 25 წლის ფეხბურთელმა უარი განაცხადა ამ ნაბიჯზე, რადგან მას არ სურს ესპანეთის დატოვება.


გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგი, რომელიც თანამემამულესთან ერთად "აიაქსში" მუშაობდა, ყველაფერს აკეთებს, რათა დაიყოლიოს ახალგაზრდა ნახევარმცველი და დაარწმუნოს იგი ოლდ ტრაფორდზე გადმოსვლაში. თუმცა, როგორც წყარო სძენს ფრენკის არ სურს პრემიერ-ლიგაში თამაში, ასევე მისთვის პრიორიტეტულია მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა.


ამავდროულად, ესპანური გრანდი ფინანსურ კრიზისს განიცდის და სჭირდება ის თანხა, რასაც ტრანსფერები გუნდს მოუტანს. უცნობია, თუ რა თანხაზე შეთანხმდნენ კლუბები, თუმცა მთავარი მაინც ფეხბურთელის გადაწყვეტილებაა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis