დიმიტარ ბერბატოვი: "ყოველთვის ამას ვიმეორებ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა დიმიტარ ბერბატოვი მიიჩნევს, რომ რონალდუმ კლუბში დაბრუნების შემდეგ მოლოდინებსს გადააჭარბა. როდესაც ჰკითხეს, რას ფიქრობს, წინა სეზონში პორტუგალიელის თამაშზე, ბულგარელმა განაცხადა:


"უფრო კარგად, ვიდრე ვინმე მოელოდა. ალბათ, ბევრჯერ მკითხეს მის შესახებ და ყოველ ჯერზე იგივეს ვამბობდი. მას მოაქვს გოლები, მოაქვს გამოცდილება, ეხმარება ახალგაზრდებს და იცის როგორ ითამაშოს. არ აქვს მნიშვნელობა მისთვის თუ რამდენი წლისაა და მან ეს ყველაფერი დაამტკიცა. ის თამაშობს, პრემიერ-ლიგაში - მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში -  და 37 წლის ასაკში 24 გოლი აქვს გატანილი. ეს დაუჯერებელია" - განაცხადა დიმიტარ ბერბატოვმა.


კრიშტიანუ რონალდუს მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა "წითლების" რიგებში. ის გახდა გუნდის საუკეთესო გამტანი ამ სეზონში და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავიდ დეხეასთან ერთად.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis