"ნიუკასლი" დინ ჰენდერსონს პირველ შეთავაზებას გაუკეთებს - როგორია პირობები?

"ნიუკასლს" "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის დინ ჰენდერსონის ყიდვა სურს. ინგლისელის სენტ ჯეიმს პარკზე ხილვა კი მთავარი მწვრთნელის ედი ჰაუს პირადი სურვილია.


The Northern Echo- ის ცნობით, "კაჭკაჭები" 25 წლის ფეხბურთელს პირველ შეთავაზებას გაუკეთებენ. ინგლისელები ფეხბურთელს 15 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ფასად შეძლებენ მეკარის გადაბირებას.


რაც შეეხება "წითელ ეშმაკებს", ინგლისური გრანდის ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მომავალ სეზონში ძირითად მეკარედ ისევ დავიდ დეხეას მოიაზრებს, ამიტომ დიდია იმის შანსი, რომ დინი სხვა პრემიერ-ლიგურ გუნდში ვიხილოთ.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis