"თუ ამ ყველაფერს გააკეთებს, მისი მანჩესტერული კარიერა წარმატებული იქნება" - პოლ სქოულზი ერიკ ტენ ჰაგზე

31-05-2022, 22:09 badri
0 manchester
"თუ ამ ყველაფერს გააკეთებს, მისი მანჩესტერული კარიერა წარმატებული იქნება" - პოლ სქოულზი ერიკ ტენ ჰაგზე

 Premier League Productions-სთან საუბრისას "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ პოლ სქოულზმა განაცხადა:


"საინტერესო იქნება, თუ რამდენი ფეხბურთელი დატოვებს კლუბს. პოლ პოგბას კონტრაქტი ეწურება, ჯესი ლინგარდსაც. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი წავა გუნდიდან ამ ზაფხულს. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ არსებობს რამდენიმე მართლაც კარგი მოთამაშეების ბირთვი, არიან რამდენიმე კარგი, ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეები ამ გუნდში.

ახლა ახალ მწვრთნელს დახმარება სჭირდება. ვინ დაეხმარება მას ამაში? კლუბი ცოტა არეულია. მაგრამ მე ვფიქრობ თუ ის სწორ მოთამაშეებს შეარჩევს, ითამაშებს თავის ფეხბურთს, მაშინ მისი მანჩესტერული კარიერა წარმატებული იქნება" - განაცხადა პოლ სქოულზმა.


ნიდერლანდელს დაევალა გუნდის აღდგენა მომდევნო წლებში, ასე, რომ პირველივე სეზონში მისგან მთავარ ტიტულს არავინ ელის. დადასტურებულია, რომ 52 წლის სპეციალისტის სატრანსფერო ბიუჯეტი ამ ზაფხულს 120 მილიონი იქნება და როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ის სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს გუნდში.


Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები