"იუნაიტედი ყოველთვის დარჩება ჩემს გულში" - ჯესი ლინგარდი გულშემატკივრებს დაემშვიდობა

რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "იუნაიტედს" ჯესი ლინგარდი დატოვებდა თვის ბოლოს. ეს მომენტი ემოციური აღმოჩნდა 29 წლის ფეხბურთელისთვის, რომელიც გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშვალებით დაემშვიდობა:


"დაბადებული და წითლად აღზრდილი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით ემოციური ვიყავი, რადგან მე ვტოვებ კლუბს, რომელიც ჩემი ოჯახია. 22 წლის განმავლობაში იმდენი განსაკუთრებული მოგონება და მომენტი დამრჩა, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ. წითელი ვარ და მანჩესტერ იუნაიტედი ყოველთვის დარჩება ჩემს გულში.

 მადლობა იმ ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც ვთამაშობდი წლების განმავლობაში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ მწვრთნელებს, რომლებიც ჩემზე 9 წლიდან დღემდე მუშაობდნენ. თითოეული მწვრთნელი ბევრ რამეში დამეხმარა და ვაფასებ, რომ თითოეულს სჯეროდა ჩემი და მასწავლა რაღაც განსხვავებული. 

დიდი მადლობა ყველა პერსონალს კულისებში, ვახშმის ქალბატონებიდან დაწყებული, დამლაგებლებით დამთავრებული. მადლობა ყველას, რადგან ყველამ თავისი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს ასეთი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ემოციურია, თუმცა რომელი იყო თქვენი საყვარელი აღნიშვნა? სიყვარულით, JLingz " - დაწერა თავის სოციალურ ქსელში ჯესიმ.




კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis