Daily Mail: პოლ პოგბა "მანჩესტერიდან" წასვლის შემდეგ, "ერთგულების ბონუსს" მიიღებს

"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას "ერთგულების" ბონუსს მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ მან ოლდ ტრაფორდიდან წასვლა ისურვა, როგორც ამას სანდო წყარო  Daily Maill-ი აცხადებს. 


წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" ფრანგს 3,78 მილიონ ფუნტის პრემიას მისცემენ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის გამო. საერთო ჯამში ინგლისურმა გრანდმა დახარჯა 218 მილიონი  ფუნტი პოგბას ტრანსფერზე მას შემდეგ, რაც 2016 წელს ხელახლა გაიფორმეს იგი. ეს მოიცავს მის თავდაპირველ სატრანსფერო საფასურს, აგენტის საფასურს და ბონუსებს. 


29 წლის ნახევარმცველი თვის ბოლოს "წითლების" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით მეორედ დატოვებს კარიერაში და დიდი ალბათობით იტალიურ გრანდს ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდება. 



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis