Metro: ამ მიზეზის გამო შეიძლება ტიმბერი "იუნაიტედში" არ გადავიდეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ცენტრალური-მცველის შეძენა სურს. მისი ფავორიტი ამ პოზიციაზე კი იურეან ტიმბერია, რომელსაც "აიაქსში" ყოფნის დროს წვრთნიდა.


ინგლისური გრანდის წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ახალგარდა მცველის აგენტებთან, თუმცა როგორც De Telegraaf იტყობინება 20 წლის ფეხბურთელი ახლა ამსტერდამში დარჩენისკენ არის მიდრეკილი. ტიმბერს ესმის ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წელია, ტურნირი ნოემბერში იწყება და იცის, რომ რეგულარულად უნდა ითამაშოს, თუ უნდა ლუი ვან გაალის გუნდში მოხვედრა. ის დარწმუნებულია, რომ "აიაქსში" თავის ადგილს არ დაკარგავს და ძირითადი თერთმეტეულის მუდმივი წევრი იქნება, თუმცა ის წუხს, რომ ეს ყველაფერი ასე არ გაგრძელდება "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ , მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური გრანდის თავკაცი ნიდერლანდელი სპეციალისტია. 


"წითელ ეშმაკებს" ამ პოზიციაზე ჰყავთ უკვე სამი ფეხბურთელი ჰარი მაგუაიერის, ვიქტორი ლინდელოფის და რაფაელ ვარანის სახით, თუმცა ტენ ჰაგს კიდევ სურს ერთი მცველის დამატება, რომელსაც ბურთთან ერთად თამაში შეუძლია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს იურეანი.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis