"არასოდეს დაგივიწყებთ" - მატამ გულშემატკივრებს ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი გაუგზავნა

ხუან მატას ოლდ ტრაფორდიდან წასვლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ესპანელმა გულშემატკივრებს ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი გაუგზავნა და განაცხადა:


"აქედან, შუა მოედნიდან, ოლდ ტრაფორდზე, ღამით. მარტო ვარ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი სიზმარივითაა. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. არასოდეს დაგივიწყებთ. ძალიან დიდი მადლობა." - განაცხადა ხუან მატამ.


34 წლის ფეხბურთელის გარდა ინგლისური გრანდი ჯესი ლინგარდმა და პოლ პოგბამაც დატოვეს. რაც შეეხება ხუანს, ის სავარაუდოდ ესპანეთში დაბრუნდება. მისი დამატების ფავორიტი კი "რეალ სოსიედადია".


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis