"მანჩესტერი" "ბარსელონასთან" შეთანხმებას მალე მიაღწევს - სატრანსფერო თანხა ცნობილია

"მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოვდება "ბარსელონასთან" შეთანხმების მიღწევას ფრენკი დე იონგის თაობაზე, იუწყება ესპანური გამოცემა Sport-ი.


"წითელი ეშმაკები" ესპანურ გრანდთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ დაახლოებით 80 მილიონი ფუნტის ფარგლებში. ოლდ ტრაფორდის ბინადრები მზად არიან გადაუხადონ ნიდერლანდელ ნახევარმცველს იმაზე მეტი, ვიდრე ის ამჟამად "ბარსაში" იღებს. გავრცელებული ინფორმაციით ეს დაახლოებით კვირაში 280 000 ფუნტია.


25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის პირადი სურვილია, ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა თანამემამულე ინგლისში გადმოსვლაზე დაითანხმოს. რაც შეეხება ფრენკის მას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მისთვის პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, ამიტომ ის ესპანეთში დარჩენას ამჯობინებს.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis