ფრენკის "იუნაიტედში" თამაში არ სურს - მიზეზი ცნობილია

6-06-2022, 16:08 badri
0 manchester
ფრენკის "იუნაიტედში" თამაში არ სურს - მიზეზი ცნობილია

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ხშირად უკავშირებდნენ ნიდერლანდელ ნახევარმცველს ფრენკი დე იონგს, რომლის ოლდ ტრაფორდზე ხილვა ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სურვილია.


თუმცა, როგორც La Ser-ის ჟურნალისტი სანტი ოვალი ირწმუნება, 25 წლის ფეხბურთელს ინგლისურ გრანდში თამაში არ სურს, რადგან გუნდი მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. ნიდერლანდელისთვის კი პრიორიტეტული ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე (ჩემპიონთა ლიგაზე) თამაშია.


იმ შემთხვევაში თუ ფრენკის "ბარსელონას" დატოვება მოუწევს, მას ურჩევნია შეუერთდეს ისეთ გუნდებს, როგორიც "პსჟ" , "მანჩესტერ სიტი" და "ბაიერნი" არიან. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხილავთ ფეხბურთელს მომდევნო სეზონში.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები