"ჩვენ მას დრო უნდა მივცეთ" - კრიშტიანუ რონალდუ ერიკ ტენ ჰაგზე საუბრობს

MUTV-სთან მიცემულ ინტერვიუში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ახალ მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა და განაცხადა:


"ვიცი, რომ ერიკმა უდიდესი სამუშაო შეასრულა აიაქსისთვის და ვიცი, რომ ის გამოცდილი მწვრთნელია, მაგრამ ჩვენ მას დრო უნდა მივცეთ. ყველაფერი უნდა შეიცვალოს ისე, როგორც მას სურს. 

ჩვენ ბედნიერები და აღფრთოვანებულები ვართ, არა მხოლოდ ფეხბურთელები, არამედ გულშემატკივრებიც მისი მოსვლით. ვუსურვებთ მას საუკეთესოს და უნდა გვჯეროდეს იმის, რომ მომავალ სეზონში ტიტულებს მოვიგებთ" - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.


პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი დიდი ალბათობით დარჩება ოლდ ტრაფორდზე და ამ ზაფხულს კლუბს არ დატოვებს. მასთან მუშაობას ასევე მოუთმენლად ელის ერიკ ტენ ჰაგი, რომელმაც თავის პირველ პრესკონფერენციაზე კრიშტიანუს დიდებული ფეხბურთელი უწოდა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis