"მანჩესტერი" გარნაჩოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს - ფეხბურთელით "იუვენტუსიცაა" დაინტერესებულია

10-06-2022, 15:45 badri
0 manchester
"მანჩესტერი" გარნაჩოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს - ფეხბურთელით "იუვენტუსიცაა" დაინტერესებულია

"მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს მოლაპარაკებებს ალეხანდრო გარნაჩოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე, იტყობინება Manchester Evening News-ი.


17 წლის ფეხბურთელმა გამორჩეული სეზონი ჩაატარა "წითლების" რიგებში, სადაც მოიგო ასოციაციის ახალგაზრდული თასი, გახდა ამ ტურნირის ბომბარდირი და დასახელდა ჯიმი მერფის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.


ასეთი დამაჯერებელი სეზონის შემდეგ, ალეხანდროს საკუთარ რიგებში ხილვა ტურინის "იუვენტუსს" სურს, რომლებიც მზად არიან არგენტინელს სასურველი შეთავაზება გაუკეთონ.


თუმცა, როგორც წყარო სძენს ინგლისური გრანდის წარმომადგენლები სიტუაციას აკვირდებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გარნაჩო ოლდ ტრაფორდზე კიდევ დიდი ხნით დარჩეს.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები