"მანჩესტერს" ამ ფეხბურთელის ყიდვა სურს - ვინ არის კლუბის ფავორიტი?

"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ლივერპულის" ფეხბურთელის ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის შეძენა სურს, ირწმუნება Talksport-ი.


"წითელი ეშმაკები" აღფრთოვანებულნი არიან ინგლისელის მრავალმხრივობით და ტექნიკით, რომელსაც ჩემბერლენი ნახევარდაცვის ზონაში ქმნის.


28 წლის ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 1 წელში ეწურება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ინგლისურ გრანდთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.


"წითლები" მზად არიან მის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა ოქსლეიდს ოლდ ტრაფორდზე მომდევნო სეზონში.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis