"ლეგენდა, ჯადოქარი, მენტორი" - ბრუნო ფერნანდეში ჯუან მატას წასვლას გამოეხმაურა

11-06-2022, 14:19 badri
0 manchester
"ლეგენდა, ჯადოქარი, მენტორი" - ბრუნო ფერნანდეში ჯუან მატას წასვლას გამოეხმაურა

დადასტურებულია, რომ ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. ის კლუბიდან ოფიციალურად 30 ივნისს წავა, როდესაც კონტრაქტი ამოეწურება. 


ბრუნო ფერნანდეში კი 34 წლის ფეხბურთელის ოლდ ტრაფორდიდან წასვლას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში განაცხადა:


"ჩემთვის სიამოვნება იყო შენთან ერთად თამაში. მინდა მომავალში საუკეთესო გისურვო, რადგან საუკეთესოს გარდა არაფერს იმსახურებ. ეს არის გამოსამშვიდობებელი წერილი, მაგრამ შენ იცი, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია დაბრუნდე და მეგობრებთან ერთად კაპუჩინო და კრუასანი მიირთვა. ლეგენა, ჯადოქარი, მენდორი ." - განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა


ჯერჯერობით უცნობია მატას მომავალი, თუმცა მას კარიერის გაგრძელებას სამშობლოში უწინასწარმეტყველებენ. კერძოდ დიდია ინტერესი "რეალს სოსიედადისა" და "ესპანიოლის" მხრიდან. 

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები