ყველაფერი დასრულდა - მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა

აშშ-ს ოლქის მოსამართლემ ჯენიფერ დორსიმ არ დააკმაყოფილა საჩივარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს მიერ 2009 წელს ქალის გაუპატიურების შესახებ, იუწყება  Associated Press reports-ი.


ქალის (კეტრინ მიორგას) იურიდიულ გუნდს სურდა, რომ პორტუგალიელისთვის 25 მილიონ დოლარზე მეტი ზიანის ანაზღაურება დაეკისრებინა.


თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მიორგას ადვოკატმა მარკ სტოვალმა გამოიყენა გაჟონილი და მოპარული დოკუმენტები, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მისი დისკუსია რონალდუსთან და მის ადვოკატებთან.


2018 წლის ოქტომბრეში 37 წლის ფეხბურთელმა ამ შემთხვევაზე სოციალურ ქსელში ისაუბრა, სადაც განაცხადა: 


"მე მტკიცედ უარვყოფ ჩემს წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს. გაუპატიურება არის საშინელი დანაშაული." - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis