"ის დიდი ნიჭის მქონე ახალგაზრდაა" - ვალენსია აკადემიის ფეხბურთელზე საუბრობს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ ენტონი ვალენსიამ კლუბის ოფიციალურ ვებსაიტთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ერიკ ტენ ჰაგზე ისაუბრა:


"მე ვიცი მისი ფეხბურთი და ის თუ რამდენად კარგი იყო იგი აიაქსში. დარწმუნებული ვარ, რომ წინასასეზონო მატჩებზე ის თავის ფეხბურთს გაუზიარებს ფეხბურთელებს და ისინი ერთად შეძლებენ გულშემატკივრების გახარებას. 


ამის შემდეგ, მას ჰკითხეს თუ რომელ ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოარჩევდა აკადემიიდან, რაზეც ეკვადორელმა მიუგო:


"მე მომეწონა ჰანიბალის თამაში და მისი სურვილი, რომ მოედანზე მაქსიმალური გააკეთოს. იგი ენფილდზე გამოვიდა და დაანახა ყველას ბრძოლისუნარიანობა. ასე უნდა მოქცეულიყო თითოეული ფეხბურთელი მანჩესტერის რიგებიდან. ის დიდი ნიჭის მქონე ახალგაზრდაა და იმედი მაქვს, რომ მას მალე ძირითად თერთმეტეულში ვიხილავ." - განაცხადა ენტონი ვალენსიამ.





კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis