კრიშტიანუ შვეიცარიასთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს - რა არის ამის მიზეზი?

12-06-2022, 22:27 badri
0 manchester
კრიშტიანუ შვეიცარიასთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს - რა არის ამის მიზეზი?

კრიშტიანუ რონალდუ ერთა ლიგის შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამოტოვებს. პორტუგალიელის გარდა განაცხადში კიდევ ორი ფეხბურთელი (რაფაელ გერეირო და ჟოაო მოუტინიო) ვერ მოხვდა.


ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა, განმარტა, თუ რატომ ვერ ითამაშებს რონალდუ დღევანდელ მატჩში:


"ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემა არ გვაქვს. ეს ჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. შვეიცარიაში 26 ფეხბურთელით გამგზავრება, მაშინ როცა თამაში მხოლოდ 23-ს შეუძლია, უაზრობა იქნებოდა. უბრალოდ, ამ ფეხბურთელებს მატჩის გამოტოვება მოუწიათ, სულ ესაა,” – განაცხადა სანტუშმა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ზემოთ აღნიშნული დაპირისპირება დღეს ჩვენი დროით 22:45 წუთზე გაიმართება. პორტუგალიელები ჯგუფს კი 7 ქულით ლიდერობენ.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები