რატომ დათანხმდა ფრენკი ოლდ ტრაფორდზე გადასვლას? - რას დაჰპირდა ერიკ ტენ ჰაგი ნიდერლანდელს

13-06-2022, 13:53 badri
0 manchester
რატომ დათანხმდა ფრენკი ოლდ ტრაფორდზე გადასვლას? - რას დაჰპირდა ერიკ ტენ ჰაგი ნიდერლანდელს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ფრენკი დე იონგი ოლდ ტრაფორდზე გადასვლაში დაარწმუნა, იტყობინება The MIRROR.


ნიდერლანდელს თავიდან არ სურდა ინგლისურ გრანდში გადასვლა, თუმცა როგორც წყარო სძენს 52 წლის სპეციალისტმა მას ორი ძირითადი დაპირება მისცა.


ერიკმა დაარწმუნა 24 წლის ნახევარმცველი, რომ დაეხმარება მას მთლიანი პოტენციალის გამოვლენაში. ასევე, მან თანამემამულეს განუცხადა, რომ მის ირგვლივ აპირებდა გუნდის აშენებას და მას საკვანძო როლი ექნებოდა "წითლების" შემადგენლობაში.


"ბარსელონასა" და "იუნაიტედს" შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველ შეთავაზებაზე უარის თქმის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" უფრო მომგებიანი შეთავაზების გაკეთებას აპირებენ ესპანური გრანდისთვის.


ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელს ოლდ ტრაფორდზე მომდევნო სეზონში.


Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები