ნემანია მატიჩი იტალიაშია! - სერბი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

ნემანია მატიჩი იტალიაში ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, აცხადებს ცნობილი იტალიური წყარო Calciomercato.


სერბმა "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ჟოზეს გუნდსაც ასეთივე სტატუსით შეუერთდა.


როდესაც 33 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ის "რომა"- სთან 1 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. 


შეგახსენებთ იმისაც, რომ მატიჩი ინგლისურ გრანდს 2017 წელს შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან "წითლების" მაისურით 128 შეხვედრა ჩაატარა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis