რა შემთხვევაში დარჩება მარსეალი "იუნაიტედში"? - The Athletic

13-06-2022, 20:01 badri
0 manchester
რა შემთხვევაში დარჩება მარსეალი "იუნაიტედში"? - The Athletic

The Athletic-ის ცნობით, ენტონი მარსეალი "მანჩესტერ იუნაიტედში" იმ შემთხვევაში დარჩება თუ იგი ახალ მთავარ მწვრთნელს წინასასეზონო მატჩების დროს თავს მოაწონებს.


მიუხედავად იმისა, რომ იწერებოდა ფრანგის ოლდ ტრაფორდიდან წასვლის შესახებ, ერიკ ტენ ჰაგი მას შანს მისცემს.  თუ მარსეალი 52 წლის სპეციალისტს თავს მოაწონებს ის ინგლისში დარჩება და სათამაშო დროსაც მიიღებს.


26 წლის ფეხბურთელმა 2021/22 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარით "სევილიაში" გაატარა, სადაც 12 მატჩში მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიიწერა. სეზონის უმეტესი ნაწილი კი ტრამვების გამო გამოტოვა.


ენტონის დარჩენა შეიძლება კარგი გამოდგეს "წითლებისთვის", რადგან ედინსონ კავანის წასვლის შემდეგ, გუნდს მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდი ჰყავს კრიშტიანუ რონალდუს სახით, რომელიც ასაკშია და აღარ არის ისეთი პროდუქტიული, როგორიც წინა წლებში იყო. 

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები