ენტონი ელანგა: "ეს იყო ის, რაზეც ვმუშაობდი გასულ ზაფხულს"

14-06-2022, 11:01 badri
0 manchester
ენტონი ელანგა: "ეს იყო ის, რაზეც ვმუშაობდი გასულ ზაფხულს"

გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში გაუმჯობესებულ თამაშებზე საუბრისას ენტონი ელანგამ განაცხადა:


"ბევრი ვიმუშავეთ ხტუნვაზე და ჩემი თამაშის სხვა ასპექტებზე. ახალგაზრდულ გუნდში მე ნამდვილად არ ვხტუნავდი და თავით იშვიათად ვთამაშობდი. ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი თავური გავიტანე პირველ გუნდში, ვიდრე ახალგაზრდულში. ეს იყო ის, რაზეც ვმუშაობდი გასულ ზაფხულს. 


ამაში დამეხმარა ჩემი პირადი მწვრთნელი ტომი. ვფიქრობ, მოედნის მიღმა მუშაობა აჩვენებს ჩემს ერთგულებას და მენტალიტეტს. ბევრი რამ გადავიტანე, თუმცა ამას არ მივეცი უფლება, რომ ჩემზე ემოქმედა. მე გავაგრძელებ წინსვლას და მუშაობას." - განაცხადა ენტონი ელანგამ.


შვედმა 2021/22 წლების სეზონში სულ 25 მატჩი ჩაატარა "წითლების" მაისურით, სადაც 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიიწერა.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები