"ის ცოტათი წააგავს ბრუნო ფერნანდეშს" - გარი პალისტერს სურს, რომ "მანჩესტერმა" ერიქსენი დაიმატოს

ლორდ პინგთან საუბრისას "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი პალისტერმა კრისტიან ერიქსენზე ისაუბრა და განაცხადა:


"ვფიქრობ, კრისტიან ერიქსენი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვიცი, რომ მას პრემიერ-ლიგაში თამაში შეუძლია, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი კარგი იყო იგი ტოტენჰემში, გამორჩეული იყო. ყველა პრობლების შემდეგ, რაც მას ჰქონდა, მშვენიერია მისი ხილვა მოედანზე. ჩემი აზრით, თუ ის მანჩესტერ იუნაიტედში გადავა ეს კარგი იქნება მისთვის და გუნდისთვის. 


ვფიქრობ, ის ცოტათი წააგავს ბრუნო ფერნანდეშს, არ ვიცი, შეძლებს თუ არა მწვრთნელი ამ ორი ფეხბურთელის გუნდში მორგებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი დუეტი იდეალური იქნებოდა." - განაცხადა გარი პალისტერმა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ერიქსენს მილანის "ინტერთან" კონტრაქტი 2021/22 წლის ოქტომბერში შეუეწყდა, სერია A-ს წესების გამო, რომელიც კრძალავს მოთამაშეების იმპლანტირებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით თამაშს. 


30 წლის ფეხბურთელმა 2021/22 წლების მეორე ნახევარი პრემიერ-ლიგაში, კერძოდ "ბრენფორდში" გაატარა. "მანჩესტერ იუნაიტედს" ხშირად უკავშირებნდნენ დანიელ ფეხბურთელს, თუმცა როგორც ვარაუდობენ, ის ახლოსაა  "ტოტენჰემში" დაბრუნებასთან.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis