"მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას" - ჰარი მაგუაიერი ერიკ ტენ ჰაგზე

14-06-2022, 23:05 badri
0 manchester
"მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას" - ჰარი მაგუაიერი ერიკ ტენ ჰაგზე

talkSPORT-სთან მიცემულ ინტერვიუში ჰარი მაგუაიერს ჰკითხეს თუ რატომ არ შეხვდა აქამდე ახალ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს, რაზეც ინგლისელმა განაცხადა:


"ვფიქრობ, ერიკ ტენ ჰაგს ესმის, რომ სანაკრებო მატჩებზე ვარ წასული. კვირაში ოთხი თამაშის ჩატარება რთულია.  დარწმუნებული ვარ მალე დაველაპარაკები მას. რთული სეზონის შემდეგ, კლუბში ყველა აღფრთოვანებულია და მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას." - განაცხადა ჰარი მაგუაიერმა.


ნიდერლანდელის მთავარი მოთხოვნა ოლდ ტრაფორდზე ახალი ცენტრალური-მცველის მოყვანაა. როგორ სჩანს, 52 წლის სპეციალისტი შეშფოთებულია მაგუაიერის არასტაბილურობით. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის ფაქტი, შეინარჩუნებს თუ არა 29 წლის ფეხბურთელი ადგილს ძირითად შემადგენლობაში და შესაბამისად, კაპიტნის სამკლაურს მომდევნო სეზონში.


Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები