"მანჩესტერი" და "არსენალი" ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან - ვინ არის ინგლისური გრანდების რჩეული?

პორტუგალიაში გავრცელებული უახლოესი ცნობების თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" 22 წლის ნახევარმცველის ვიტანიას გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.


ინგლისური გრანდი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ "პორტუს" 40 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო "მეთოფეები" პორტუგალიელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდიან.


ნახევარმცველს პრემიერ-ლიგაში თამაში სურს , თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გაეცნობა პირობებს, რასაც დაინტერესებული კლუბები მას სთავაზობენ და შემდეგ გადაწყვეტს თუ სად გააგრძელებს კარიერას.


გასულ სეზონში ვიტანიამ 30 მატჩი ჩაატარა "პორტუს" მაისურით, სადაც 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიიწერა. 



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis