პოლ პოგბა: "მანჩესტერმა შეცდომა დაუშვა"

Pogmentary-სთან საუბრისას პოლ პოგბამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ჩაიშალა მოლაპარაკებები მის აგენტსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე:


"ჩემი მიზანია, რომ მანჩესტერ იუნაიტედს ვაჩვენო, რომ მათ შეცდომა დაუშვეს , როცა არ იჩქარეს  კონტრაქტის გახანგრძლივება. სხვა კლუბებს მინდა ვაჩვენო , რომ მანჩესტერმა შეცდომა დაუშვა, როცა კონტრაქტი არ შემომთავაზა. " - განაცხადა პოლ პოგბამ.


ფრანგს ინგლისურმა გრანდმა ყველაზე მომგებიანი შეთავაზება გაუკეთა - 300 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში, თუმცა როგორც სჩანს 29 წლის ფეხბურთელს არ აკმაყოფილებდა ეს შეთავაზება და მას კლუბისგან უფრო მეტის მიღება სურდა.


საბოლოოდ ნახევარმცველმაც უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და ოლდ ტრაფორდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. სავარაუდოდ, პოლი მომავალ თვეში ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდება, თუმცა მიიღებს იმაზე დაბალ ანაზღაურებას, ვიდრე "იუნაიტედში" იღებდა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis