"იუნაიტედი" კიდევ ერთი ნიდერლანდელი ფეხბურთელით ინტერესდება - ვინ არის ინგლისური გრანდის რჩეული?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის ქვეშ ახალგაზრდა ნიდერლანდელი ფეხბურთელი დენზელ დუმფრისი მოექცა, აცხადებს ცნობილი წყარო Goal.com-ი. 


ერიკ ტენ ჰაგი მისი სტილის ფეხბურთელების ძიებაშია, ამიტომ 26 წლის მცველი "წითელი ეშმაკებისთვის" იდეალური ვარიანტია.


ინგლისურ გრანდში აარონ ვან-ბისაკას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხოლო ნიდერლანდელი მეორე მარჯვენა-მცველის, დიეგუ დალოს კლუბიდან გაშვებას არ გეგმავს.


გასულ სეზონში დუმფრისმა  "ინტერის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis