ტრანსფერი მაინც განხორციელდება? - რა ხდება ფრენკის გარშემო

17-06-2022, 16:48 badri
0 manchester
ტრანსფერი მაინც განხორციელდება? - რა ხდება ფრენკის გარშემო

"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, აცხადებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი.


მიუხედავად იმისა, რომ ესპანურმა გრანდმა "წითელი ეშმაკების" პირველი შეთავაზება უარით გაისტუმრა, ორშტეინის ინფორმაციით, ორივე კლუბში სიმშვიდემ დაისადგურა და ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ტრანსფერი საბოლოოდ მაინც განხორციელდება.


"ბლაუგრანას" ფინანსური პრობლემების გამო, ნიდერლანდელის გაყიდვით დიდი თანხის მიღება სურს და ამიტომ "წითლების" შემოთავაზებაზე მარტივად დათანხმებას არ აპირებს.


შეგახსნებთ იმისაც, რომ "იუნაიტედის"  პირველი შეთავაზება 25 წლის ფეხბურთელის თაობაზე 60 მილიონი და კიდევ 10 მილიონი ბონუსები იყო , თუმცა "ბარსელონამ" ეს წინადადება უარყო.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები