ვან ბასტენი: "ვინც ფიქრობს, რომ რონალდუ მესიზე უკეთესი ფეხბურთელია, ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის"

კითხვაზე მესი თუ რონალდუ, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა Corriere della Sera-ს განუცხადა:


"კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ისინი, ვინც ფიქრობს, რომ რონალდუ მესიზე უკეთესი ფეხბურთელია, ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. მესი უნიკალური და განუმეორებელია. მისნაირი მოთამაშეები ჩნდებიან ყოველ 50 ან 100 წელიწადში ერთხელ. ბავშვობაში ის ჩავარდა ფეხბურთის გენიოსის ქვაბში." - განაცხადა მარკო ვან ბასტენმა.


 გასულ სეზონში არგენტინელმა "პსჟ" -ს მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიიწერა. რაც შეეხება რონალდუს, 37 წლის ფეხბურთელმა "წითლების" მაისურით 37 შეხვედრა ჩაატარა, 24-ჯერ შეარხია მეტოქის კარი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis