პირველი ტრანსფერი? - "მანჩესტერ იუნაიტედი" 27 წლის ფეხბურთელის შეძენას განიხილავს

"მანჩესტერ იუნაიტედი" "უოტფორდის" მეკარის, დანიელ ბახმანის დამატებით არის დაინტერესებული, აცხადებს ცნობილი გამოცემა The Athletic-ი.


"წითელი ეშმაკები" დინ ჰენდერსონის შემცვლელს ეძებენ, რომელიც კლუბს დიდი ალბათობით ძალიან მალე დატოვებს და პრემიერ-ლიგაში ახლად დაბრუნებულ "ნოტინგემ ფორესტს" შეუერთდება.


 ბახმანმა გასულ სეზონში პრემიერ-ლიგის ეგიდით მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ვერცერთ შემთხვევაში კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა. 


ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა აშკარაა, რომ ეს "წითლებისთვის" პირველი შენაძენი იქნება ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis