"ფული პრობლემა არ არის" - რიჩარდ არნოლდი დე იონგის ტრანსფერზე ალაპარაკდა

19-06-2022, 12:15 badri
0 manchester
"ფული პრობლემა არ არის" - რიჩარდ არნოლდი დე იონგის ტრანსფერზე ალაპარაკდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ არნოლდმა ისაუბრა "იუნაიტედსა" და ფრეკი დე იონგს შორის არსებულ ვითარებაზე, შაბათს შეკრებილ გულშემატკივრებთან და განაცხადა:


"ფული პრობლემა არ არის, დე იონგის გასაფორმებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ის დიდი ფეხბურთელია. როგორც კლუბი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. არის კიდევ ბევრი რამ, რასაც აქ ვერ ვიტყვი" - განაცხადა რიჩარდ არნოლდმა.


ინგლისურ გრანდსა და "ბარსელონას" შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "წითელმა ეშმაკებმა" "ბლაუგრანას" 25 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო + ბონუსები შესთავაზეს.


ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და დათანხმდება თუ არა ესპანური კლუბი ამ წინადადებას.


Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები