რონალდუ და რუნი მანჩესტერ იუნაიტედის სახელს დაუბრუნებენ, მაგრამ ცოტა უნდა დაელოდო

"იუნაიტედის" აკადემიაში უეინის შვილმა კაიმ საოცარი სეზონი ჩაატარა. გასულ სეზონში კაიმ 56 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა - 12 წლის ასაკში. ციფრები კი მხოლოდ მინი-რუნისთვის მოტივაციაა. 


რუნი შვილის შესახებ:

- კაი თასებზე და ოქროს ბურთზე არ ოცნებობს, ის ოცნებობს ჩემი მანჩესტერ იუნაიტედის გოლების რეკორდზე, ყოველდღე ფიქრობს ციფრზე 253. ის ნამდვილი პატარა ეშმაკია მე უკვე სერიოზულად შეშფოთებული ვარ ჩემი რეკორდის მომავლის თაობაზე. 


უმცროსი რონალდო რუნისთან ერთად ერთ გუნდში თამაშობს, მისი სტატისტიკა უფრო მოკრძალებულია - მაგრამ ორივე აშკარა ლიდერი და პოტენციური ვარსკვლავებია. განსაკუთრებით კი რუნის ბიჭი კაი, მის ნიჭს უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე რუნის მის ასაკში.


 უეინს შეუძლია იამაყოს 👏🏻


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis