დევიდ ბექჰემმა გაიხსენა, როგორ მიიღო წითელი ბარათი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

20-06-2022, 11:25 Admin
0 manchester
დევიდ ბექჰემმა გაიხსენა, როგორ მიიღო წითელი ბარათი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

დევიდ ბექჰემმა გაიხსენა, როგორ მიიღო ცნობილი წითელი ბარათი ინგლისის ნაკრებში  1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

იმ თამაშში დიეგო სიმეონემ ბექჰემი წააქცია და გაზონზე მწოლიარე დევიდმა არგენტინელს ფეხი მოსდო შემთხვევით. ამ გაძევების შემდეგ მატჩი პენალტებში არგენტინელებმა მოიგეს, ბექჰემს კი ინგლისელი გულშემატკივრები დიდხანს ლანძღავდნენ:

"იმ სეზონში ყველა თამაში საშინელი იყო, გარდა საშინაო თამაშებისა "ოლდ ტრაფორდზე". ნებისმიერ ადგილზე სადაც მივდიოდი ხალხმრვალ ადგილებში ყოველ ჯერზე როცა მანქანის ავზს ვავსებდი ბენზინგასამართ სადგურზე, შეურაცხყოფის დოზებს ვიღებდი ხალხისგან. "იუნაიტედის" გულშემატკივრები დამეხმარნენ მომდევნო სეზონში რომ ეს სტრესი გადამეტანა. პირველ მატჩში არ ვიცოდი როგორი რეაქცია მელოდა ოლდ ტრაფორდზე, მაგრამ როდესაც ბურთდან მივიდე კუთხურის ჩამოსაწოდებლად, დავინახე როგორ ადგა მთელი ტრიბუნა და ჩემი გამხნევება დაიწყო ეს იყო დაუვიწყარი მომენტი და დიდი სტიმულის მომცემი, იუნაიტედის გულშემატკივრები მსოფლიოში საუკეთესო არიან.

ასე გააგრძელა გულშემატკივრებმა  მთელი სეზონის მანძილზე ჩემი გამხნევება. როცა ჩემს კარიერას ვუყურებ და წარუმატებლობას განვიხილავ და ვიხსენებ, ვისურვებდი რომ ეს არასოდეს მომხდარიყო. მაგრამ რომ არა ეს მომენტი შესაძლოა ჩემი კარიერა სხვაგვარად წარმართულიყო და მე არ გავხდებოდი ისეთი ძლიერი როგორიც გავხდი ამ ინციდენტის შემდეგ,  ასე რომ, მე წავმართე ჩემი საქმეები პოზიტიური მიმართულებით გულშემატკივრების დახმარებით, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ისეთი რამ, რაც უკეთესი იქნებოდა რომ არ მომხდარიყო არასოდეს."

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
22 October 2022 20:58 - მიშო
ტელევიზორში არ აჩვენებს და შეგიძლიათ გაასწოროთ?
9 September 2022 01:11 - giorgi
ეეე პენალტი არასწორად დაუნიშნეს რეალ სოსიედას
22 August 2022 22:11 - Admin
ბევრი ადამიანი უყურებს ჭედავს სერვერი ((((((( ეხ ბოდიშთ მეგობრებო
22 August 2022 21:54 - ავთო
ეხლა რამე გადის ? ვერ ვრთავ
25 May 2022 14:09 - zura
ვინც ნამდვილად გვინდოდა ის სიტიში წავიდა, არავის აღარ უნდა ჩვენთან გადმოდვლა, ეს რას მოვესწარით ((((
Tags
პარტნიორები