კრიშტიანუსადმი ინტერესს "რომა" იჩენს? - ფაბრიციო რომანო შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

იტალიური წყაროს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს საკუთარ რიგებში ხილვა "რომას" სურს. მისით ყველაზე მეტად კლუბის თავკაცი ჯოზე მოურინიო არის დაინტერესებული.


ეს ინფორმაცია უარყო ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ და განაცხადა:


"კრიშტიანუს მომავალზე სიახლე არ არის. მისი ხელფასი ყველა იტალიური კლუბისთვის მიუღებელია. ერიკ ტენ ჰაგი უკვე ესაუბრა ფეხბურთელს და დიდი ალბათობით რონალდუ ინგლისურ გრანდში დარჩება.

 ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მოურინიო კმაყოფილია ტამი აბრაჰამით, რადგან ის იდეალურად ჯდება პორტუგალიელის სქემაში." - განაცხადა ფაბრიციო რომანომ.


დიდი ალბათობით 37 წლის ფეხბურთელი ამ ზაფხულს ოლდ ტრაფორდს არ დატოვებს და ინგლისურ გრანდში მინიმუმ კიდევ ერთი წლით დარჩება.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis