"მანჩესტერმა 5-6 ფეხბურთელი უნდა დაიმატოს" - ტედი შერინგემი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ ტედი შერინგემმა კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა The Sun-თან მიცემულ ინტერვიუში და განაცხადა:


 "იუნაიტედმა გუნდი უნდა გააძლიეროს. განსაკუთრებით ნახევარდაცვის ზონა, თავდასხმის და ფლანგები". 5-6 ტოპ ფეხბურთელია საყიდი. შესაფერისი ხასიათის მოთამაშეებია საჭირო, რომლებსაც ესმით მათ წინაშე არსებული გამოწვევა და მზად არიან გუნდი იქ დააბრუნონ, სადაც უნდა იყოს.


სერიოზული გამოწვევაა. თუ ფეხბურთელის პოზიციიდან შევხედავთ, ახლა მანჩესტერ იუნაიტედს მანჩესტერ სიტის ამჯობინებენ. ქალაქელები" ჩემპიონები არიან და მომავალ სეზონში ყველა ტიტულისთვის იბრძოლებენ. წითლების შემთხვევაში სხვა სიტუაციაა. ახლა გუნდში არავინ თამაშობს ისეთ დონეზე, რაც ძალიან გულდასაწყვეტია". - განაცხადა ტედი შერინგემმა.


ინგლისური გრანდი რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაზე მუშაობს. ვნახოთ როგორ წარიმართება სიტუაცია და ვის დაიმატებს გუნდი ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.





კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis