რაიან გიგსმა თანამდებობა დატოვა - რა არის ამის მიზეზი?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, რაიან გიგსმა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.


"ამ გუნდის გაწვრთნა დიდი პატივი იყო" - განაცხადა უელსელმა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ უახლოეს დროში გოგონაზე თავდასხმის გამო სასამართლო პროცესი უწევს.


რაიანს არ სურს, რომ მისი პრობლემები ფეხბურთელების ყურადღებას იპყრობდნენ და მათი ფიქრები მწვრთნელის მომავალს უკავშირდებოდეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ნაკრები 1958 წლის შემდეგ, პირველად გადის მსოფლიო ჩემპიონატზე და სამუშაო რათქმაუნდა ბევრია.


შეგახსენებთ იმასაც, რომ "იუნაიტედის" ლეგენდას ეს ბრალდება 2020 წელს წაუყენეს, მაშინ კი უელსის ნაკრების დროებითი მთავარი მწვრთნელი, რობ ბეიჯი იყო.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis