MEN: ტენ ჰაგს მინიმუმ ხუთი ფეხბურთელის დამატება სურს ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს

21-06-2022, 19:20 badri
0 manchester
MEN: ტენ ჰაგს მინიმუმ ხუთი ფეხბურთელის დამატება სურს ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს

როგორც Manchester Evening News-ი აცხადებს, ერიკ ტენ ჰაგს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ ხუთი ფეხბურთელის დამატებას სურს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს "ბარსელონას" ფეხბურთელთან, ფრენკი დე იონგთან და დიდი ალბათობით ყველაფერი ამ კვირას გაირკვევა.


ასევე, როგორც უცხოური მედია ირწმუნება, ინგლისური გრანდი ახლოს არის ბრაზილიელი ვინგერის, ენტონის დამატებასთან და მის სანაცვლოდ "აიაქსს" 40 მილიონ ფუნტსაც სთავაზობს, რაც ნიდერლანდული გრანდისთვის დამაკმაყოფილებელია.


იმის გამო, რომ იურეან ტიმბერის ოლდ ტრაფორდზე გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, "წითელი ეშმაკები" ორი ცენტრალურ-მცველის დამატებას განიხილავენ. ერთ-ერთი 24 წლის ფეხბურთელი პაუ ტორესია, ხოლო მეორე ვარიანტად კლუბი "ბრაგას" მცველს, დევიდ კარმოს მოიაზრებს.


ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ გუნდის წარმომადგენლებმა დააჩქარონ ტრანსფერების ტემპი და პრემიერ-ლიგის დაწყებამდე დაიმატონ ფეხბურთელები.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები