ფაბრიციო რომანო: "მანჩესტერ იუნაიტედი" მოლაპარაკებებს აწარმოებს 27 წლის მეკარესთან

ფაბრიციო რომანოს თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მოლაპარაკებებს აწარმოებს "უოტფორდის" მეკარესთან, დანიელ ბახმანთან.


"წითელი ეშმაკები" დინ ჰენდერსონის შემცვლელს ეძებენ, რომელიც დიდი ალბათობით პრემიერ-ლიგაში ახლად დაბრუნებულ "ნოტინჰემ ფორესტს" შეუერთდება.


თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ "უოტფორდი" 27 წლის ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ გეგმავს და მის სანაცვლოდ სრულ სატრანსფერო თანხას ითხოვს.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ავსტრიელმა მეკარემ გასულ სეზონში კლუბის მაისურით სულ 12 შეხვედრა ჩაატარა, 28 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა ვერცერთ შეხვედრაში ვერ  მოახერხა.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis