"იუნაიტედი" ახალ სპორტულ დირექტორს ეძებს - ვინ განიხილება ამ პოზიციაზე?

"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია "ლივერპულის" ყოფილი სპორტული დირექტორის, მაიკლ ედვარდსის მოყვანით, იტყობინება Dailly Maill-ი.


თუმცა, ინგლისურ გრანდს კონკურენტის სახით "ჩელსი" გამოუჩნდა, რომელსაც ასევე სურს 42 წლის სპეციალისტის გადაბირება.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ედვარდსი "ლივერპულის" სპორტული დირექტორი იყო გასულ წლებში. სწორედ მის სახელს უკავშირდება ტიაგო ალკანტარას, ენდი რობერტსონის, ფაბინიოს, სადიონ მანეს და მო სალაჰის ტრანსფერი ენფილდზე.


ჯერ კიდევ გასარკვევია, დაინტერსებულია თუ არა ინგლისელი ოლდ ტრაფორდზე მუშაობით. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა მაიკლს სპორტული დირექტორის პოსტზე მომდევნო სეზონში.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis