"მე არასდროს მინახავს მისნაირი ცენტრალური-მცველი" - უნაი ემერი პაუ ტორესზე საუბრობს

MIRROR-თან საუბრისას "ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ პაუ ტორესზე ისაუბრა და განაცხადა:


"პაუ ტორესი საოცარი ფეხბურთელია. სევილიას, პარის სენ-ჟერმენის, არსენალის მწვრთნელი ვიყავი, თუმცა მისნაირი ცენტრალური-მცველი არსად მინახავს. 

ვფიქრობ, ის უმაღლეს დონეზე ითამაშებს, ახლაც თამაშობს, თუმცა იგი ძალიან მალე შეძლებს ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაშს" - განაცხადა უნაი ემერიმ.


ესპანელ ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უკავშირებენ, რადგან ერიკ ტენ ჰაგს ახალი ცენტრალური-მცველის მოყვანას სურს ინგლისურ გრანდში.


 თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებს" ამ ბრძოლაში კონკურენტი ჰყავთ "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" სახით.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis