"ჩემი აზრით ის იდეალური კაპიტანი იქნება" - ტედი შერინგემმა ეს ფეხბურთელი შესთავაზა გუნდს კაპიტნად

24-06-2022, 14:07 badri
0 manchester
"ჩემი აზრით ის იდეალური კაპიტანი იქნება" - ტედი შერინგემმა ეს ფეხბურთელი შესთავაზა გუნდს კაპიტნად

ლორდ პინგთან საუბრისასა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, ტედი შერინგემმა გუნდში კაპიტნის თემაზე ისაუბრა და განაცხადა:


"თუ შარშანდელ სეზონს გადახედავთ, უნდა იკითხოთ, თუ ვინ შეასრულა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი? მე ვერავის ვერ დავასახელებ. ყველამ უნდა მოუმატოს თამაშის ხარისხს, თუ უნდათ იუნაიტედში დარჩენა. არამგონია ვინმეს შენარჩუნებული ჰქონდეს ადგილი ძირითად შემადგენლობაში. არ არის ისეთი სამი ფეხბურთელი, რომლის გარშემოც ტენ ჰაგი შეძლებს გუნდის აშენებას.

რაც შეეხება კაპიტნის თემას, მე მომწონს სკოტ მაქტომინეი. მას აქვს მენტალიტეტი და ხასიათი, რაც კაპიტანს უნდა ახასიათებდეს. ჩემი აზრით ის იდეალური კაპიტანი იქნება" - განაცხადა ტედი შერინგემმა.


ამჟამინდელი კაპიტანი, ჰარი მაგუაიერი მომდევნო სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, შეინარჩუნებს თუ არა ცენტრალური-მცველი კაპიტნის სამკლაურს.


Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები