რონალდუ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა - რას აპირებს პორტუგალიელი?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ უკმაყოფილიო გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით, აცხადებს პორტუგალიური გამოცემა Record-ი.


როგორც წყარო სძენს, 37 წლის სუპერვარსკვლავმა თავის მეგობრებს უთხრა, რომ ახალი კლუბის ძებნას დაიწყებს, თუ გუნდი პასიურობას გააგრძელებს ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს.


ასევე, როგორც AS-ი იტყობინება, რონალდუს გადაბირებით "ბაიერნი" არის დაინტერესებული, რომელიც მზად არის პორტუგალიელს სასურველი შეთავაზება გაუკეთოს.


ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და დარჩება თუ არა კრიშტიანუ მომავალ სეზონში ოლდ ტრაფორდზე.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis