"კრიშტიანუ შესანიშნავი ფეხბურთელია" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა

25-06-2022, 13:22 badri
0 manchester
"კრიშტიანუ შესანიშნავი ფეხბურთელია" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებით იყო დაინტერესებული და კლუბი მზად იყო მისთვის სასურველი შეთავაზება გაეკეთებინა.


თუმცა, ეს ჭორები უარყო გერმანული გრანდის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჩმა და განაცხადა:


"კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც აქვს შთამბეჭდავი კარიერა. თუმცა, ჭორები მისი ბაიერნში გადასვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება." - განაცხადა "რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ 37 წლის ფეხბურთელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს (2023 წ) და დიდია იმის ალბათობა, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ამ ზაფხულს ოლდ ტრაფორდზე დარჩეს.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები