"მსურს მასთან მუშაობა" - "აიაქსის" ახალი მწვრთნელი ენტონიზე საუბრობს

25-06-2022, 15:12 badri
0 manchester
"მსურს მასთან მუშაობა" - "აიაქსის" ახალი მწვრთნელი ენტონიზე საუბრობს

ენტონის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა "აიაქსის" ახალმა მწვრთნელმა, ალფრედ შროიდერმა და განაცხადა:


"ჩვენ გვინდა, რომ ენტონი შევინარჩუნოთ. მე მინდა მასთან მუშაობა და კლუბმა ეს იცის" - განაცხადა ნიდერლანდელმა.


თუმცა, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თავად ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში სურს და ამისთვის კლუბსაც სთხოვა, რომ მოესმინა ის შემოთავაზებები, რაც ინგლისურმა გრანდმა "აიაქსს" გაუკეთა.


22 წლის ბრაზილიელის ხილვა ოლდ ტრაფორდზე ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის პირადი მოთხოვნაა. მაგრამ ტრანსფერი შეიძლება ვერ განხორციელდეს იმ სატრანსფერო ფასის გამო, რაც ნიდერლანდულმა კლუბმა ენტონის დაადო (80 მილიონი ევრო).

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
22 October 2022 20:58 - მიშო
ტელევიზორში არ აჩვენებს და შეგიძლიათ გაასწოროთ?
9 September 2022 01:11 - giorgi
ეეე პენალტი არასწორად დაუნიშნეს რეალ სოსიედას
22 August 2022 22:11 - Admin
ბევრი ადამიანი უყურებს ჭედავს სერვერი ((((((( ეხ ბოდიშთ მეგობრებო
22 August 2022 21:54 - ავთო
ეხლა რამე გადის ? ვერ ვრთავ
25 May 2022 14:09 - zura
ვინც ნამდვილად გვინდოდა ის სიტიში წავიდა, არავის აღარ უნდა ჩვენთან გადმოდვლა, ეს რას მოვესწარით ((((
Tags
პარტნიორები