ფაბრიციო რომანო: "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს

"მანჩესტერ იუნაიტედს" სურს მარკუს რეშფორდს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, თუ ის ამ ზაფხულს კლუბს არ დატოვებს, იტყობინება ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.


იტალიელმა რეშფორდის მომავალზე Give Me Sport-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ 24 წლის ფეხბურთელს ოლდ ტრაფორდზე დარჩენა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება სურს.


ინგლისელი დასვენების დღეებს ნაყოფიერად იყენებს და ყველაფერს აკეთებს, რათა ძველი ფორმა დაიბრუნოს და ახალ მთავარ მწვრთნელზე შთაბეჭდილება მოახდინოს.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis