ტენ ჰაგის პირველი მატჩი ოლდ ტრაფორდზე - "იუნაიტედის" გულშემატკივრები პროტესტს გეგმავენ მატჩის დაწყებამდე

25-06-2022, 20:01 badri
0 manchester
ტენ ჰაგის პირველი მატჩი ოლდ ტრაფორდზე - "იუნაიტედის" გულშემატკივრები პროტესტს გეგმავენ მატჩის დაწყებამდე

ერიკ ტენ ჰაგის პირველი მატჩი ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში 31 ივლისს შედგება, როდესაც "წითელი ეშმაკები" "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლებენ.


მატჩის დაწყებამდე კი კლუბის გულშემატკივრები გეგმავენ სტადიონზე მისვლას რამდენიმე საათით ადრე, რათა გამოხატონ პროტესტი გლეიზერების მიმართ.


"წითლების" გულშემატკივრები ასევე უკმაყოფილოები არიან, რომ გლეიზერებმა 11 მილიონი ფუნტი აიღეს კლუბის ბიუჯეტიდან დივიდენდების სახით.


შეგახსენებთ იმასაც, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრესეზონზე სულ 6 მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა კი 12 ივლისს "ლივერპულის" წინააღმდეგ არის ჩანიშნული.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები