MEN: "იუნაიტედთან" დაახლოებული წყაროები რონალდუს შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუს აგენტი, ხორხე მენდეში შეხვდა "ჩელსის" ახალ მფლობელს, ტოდ ბოილს, რათა განეხილათ პორტუგალიელის შესაძლო ტრანსფერი "ლურჯებთა" რიგებში.


თუმცა, როგორც წყარო MEN-ი ციტირებს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები არ გეგმავენ ამ ზაფხულს 37 წლის ფეხბურთელის გაყიდვას და დიდი ალბათობით რონალდუ მომდევნო სეზონში ოლდ ტრაფორდზე დარჩება.


"წითელ ეშმაკებთან" დაახლოებულმა წყარომ  MEN-ს განუცხადა: "კრიშტიანუ არ იყიდება. ის ჩვენთან დარჩება მომდევნო სეზონშიც."


ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება რონალდუს მომავალთან დაკავშირებით, თუმცა როგორც სჩანს ევროპის ჩემპიონი კიდევ ერთი წლით დარჩება ინგლისურ გრანდში.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis