გარნაჩოს როლი მომდევნო სეზონში? - ტენ ჰაგმა გადაწყვეტილება მიიღო

პორტუგალიური გამოცემა  O Jogo ამტკიცებს, რომ ალეხანდრო გარნაჩო მომდევნო სეზონში მთავარი გუნდის ფეხბურთელი გახდება.


ერიკ ტენ ჰაგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ოლდ ტრაფორდზე დარჩება და გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება მთელი სეზონის განმავლობაში.


გასულ სეზონში 17 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ახალგაზრდული გუნდის რიგებში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 18 წლამდელმა გუნდის მიერ FA თასის მოგებაში.


არგენტინელმა ასევე მოიგო კლუბის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო და გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი (7 გოლით).


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis