"იუნაიტედის" ახალი გაუმჯობესებული შეთავაზება "ბარსელონას" ფრენკი დე იონგის თაობაზე - დეტალები ცნობილია

26-06-2022, 18:06 badri
0 manchester
"იუნაიტედის" ახალი გაუმჯობესებული შეთავაზება "ბარსელონას" ფრენკი დე იონგის თაობაზე - დეტალები ცნობილია

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარსელონას" ახალი გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა ფრენკი დე იონგის თაობაზე, აცხადებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ხერარდ მორენო.


როგორც ესპანელი ციტირებს, ინგლისურმა გრანდმა "ბლაუგრანას" 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი (68 მილიონი ევრო)+ ბონუსები შესთავაზა.


"წითლების" წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ესპანური კლუბი ამ წინადადებას დათანხმდება, რადგან ეს ის თანხაა, რასაც "ბარსელონა" დაინტერესებული მხარეებისგან ითხოვდა.


"წითელი ეშმაკები" ნიდერლანდელის ტრანსფერის გარდა, "აიაქსის" ფეხბურთელის, ენტონის გადაბირებაზეც მუშაობენ. 


ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა დიდი ალბათობით ყველაფერი ამ კვირას გადაწყდება და გაირკვევა ითამაშებს, თუ არა დე იონგი ოლდ ტრაფორდზე მომდევნო სეზონში.


Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები